ნიადაგში მაკრო - ელემენტების (Si, AI, Fe, M, Ca, Mg, P₂ O₅ , Na, K₂ O, S და სხვ.) და მიკროელემენტების შემცველობა გამოსახული ნიადაგის მშრალი წონის მიმართ; ნიადაგის მთლიანი ქიმიური შედგენილობის განსაზღვრისას საზღვრავენ აგრეთვე გამოწვით დანაკარგს, კარბონატების, ნახშირორჟანგს, ჰუმუსს, თაბაშირს, წყალხსნად მარილებს, რაც საშუალებას იძლევა მთლიანი ქიმიური შედგენილობის შედეგები გახურებით, უწყლო, უჰუმუსი, უკარბონატო, უთაბაშირო, უმარილო წონაზე იქნეს გადაყვანილი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.