1სმ³ დაუშლელი ჰაერმშრალი ნიადაგის მასა შეფარდებული იმავე მოცულობის წყლის წონასთან. ნიადაგის მოცულობითი მასა მისი აღდგენის მაჩვენებელია და დამოკიდებულია ფორიანობაზე, მექანიკურ შედგენილობაზე. მოცულობითი მასის საშუალებით შეიძლება ნიადაგის ფორიანობის, სახნავ ფენაში არსებული წყლისა და საკვები ნივთიერებების მარაგის გამოანგარიშება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.