C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგის ნაწილაკების განლაგება (მიკრომორფოლოგიური ტერმინი)

ნიადაგში პირველადი ნაწილაკებისა და მათი აგრეგატების ერთმანეთის მიმართ განლაგების სისტემა. გამოირჩევა:

1.განლაგება ჰექსაგონალური - ყველაზე მკვრივი განლაგების სისტემა ერთნაირი ზომის ბურთულისმაგვარი ნაწილაკებისა, როდესაც თითოეული მათგანი თორმეტ სხვა ნაწილაკს ეხება;

2. განლაგება მრავალხარისხოვანი ჰექსაგრნალური - პირველადი ნაწილაკები და მათი აგრეგატები თანმიმდევრობითაა განლაგებული ჰექსაგონალურ სისტემაში;

3. განლაგება კუბური ბურთულისმაგვარი ნაწი ლაკების ფხვიერი განლაგების სისტემა, როდესაც თითოეული ნაწილაკი ეხება მეზობელ მაწილაკს.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9