ნიადაგმცოდნეობის მნიშვნელოვანი ნაწილი; იგი განიხილავს ნიადაგის საველე კვლევის მეთოდებს, ნიადაგური რუკებისა და კარტოგრამების შედგენის ხერხებს, მისი ძირითადი ამოცანაა ხმელეთის ნიადაგური საფარის შესწავლა, ნიადაგებისა და ნიადაგთწარმომქმნელ ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა, ნიადაგის ტიპების, ქვეტიპების, სახესხვაობების სივრცობრივი კანონზომიერების გამოვლენა და ყოველივე ამის საფძველზე ნიადაგური რუკის შედგენა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.