C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგის ფერი

ნიადაგის ფერი ანუ შეფერილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ნიშანია, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ შეფერილობას, არამედ ფერების განაწილების ხასიათსაც ნიადაგური პროფილის ან ცალკეული ჰორიზონტების შიგნით. უმეტესი ნიადაგის სახელწოდების განსაზღვრისას მთავარ მახასიათებელს ფერი წარმოადგენს. ბევრმა ნიადაგმა დასახელება მიიღო იმ ფერის მიხედვით, რომელიც მათ პროფილებში ჭარბობს (შავმიწები, წითელმიწები და სხვ). საველე გამოკვლევების დროს ნიადაგის ფერის მახასიათებლები, უმეტესად, თვალით განისაზღვრება. ფერის დადგენა სასურველია ბუმებრივი ტენიანობის მდგომარეობაში, დღის განათებისას, ნიადაგის ჰაერმშრალ ნიმუშებში. ნიადაგის ფერის დასადგენად გამოიყენება მანსელის ფერთა სკალა, რომელიც მოიცავს ლათინური სიმბოლოებით გამოსახულ სამ განზომილებას: ელფერს (Hua), ფერის სიმკვეთრეს (Chroma) და ფერის ინტენსივობას (Vaiue). მათი კომბინაცია აღიწერება ფერი. მანსელის ფერთა სკალას მივყავართ კომპენენტურ ფერამდე და მოსახერხებელია საველე აღწერებისათვის.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9