C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგის ფიზიკური თვისებები

ნიადაგის თვისებების (ფიზიკური, ფიზიკურ-მექანიკური, გაზური, მაგნიტური, ელექტრული, თბური და წყლიური) ერთობლიობა, რაც ახასიათებს ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობას და მის დამოკიდებულებას სხვადასხვა ფიზიკური ზემოქმედების მიმართ. ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს მიეკუთვნება მოცულობითი და ხვედრითი წონა, ფორიანობა, პლასტიკურობა, წებოვნება, სიმკვრივე, წყალტევადობა, თბოტევადობა, თბოგამტარიანობა, ზედაპირული წინააღმდეგობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9