ნიადაგზე მარილმჟავას (HCI) მოქმედებით ნახშირორჟანგის ბუშტების გამოყოფა. საველე პირობებში ნიადაგის შედგენილობაში კარბონატების აღმომჩენი. საერთოდ აღიარებული მეთოდია აღნიშნული რეაქცია მაშინ მიმდინარეობს, როცა ნიადაგში 0,5% - მდე მაინც არის კირი. განასხვავებენ შხუილის ინტენსივობის შემდეგ გრადაციებს: სუსტს, საშუალოს, ძლიერს, უძლიერესს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.