C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგების კლასიფიკაცია

ნიადაგების განლაგება ტაქსონომიური ერთეულების მიხედვით დადგენილი ნიშნების საფუძველზე (ძირითადი თვისებები და წარმოშობა). ნიადაგების კლასიფიკაცია გულისხმობს კლასიფიკაციის პრინციპების ფორმულირებას, ტაქსონომიური ერთეულების სისტემის შემუშავება (ტიპი, ქვეტიპი, გვარი, სახე, სახესხვაობა, ვარიანტი, თანრიგი), საკლასიფიკაციო სქემის ან ნიადაგების სისტემატიკური და სახელწოდების სისტემის (ნიადაგების ნომეკლატურა) შედგენას, იმ ნიშნების შემუშავებას, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება თითოეული საკლასიფიკაციო დანაყოფის პოვნა ბუნებაში და ნიადაგის რუკაზე მისი გამოყოფა (ნიადაგის დიაგნოსტიკა). სხვადასხვა კლასიფიკაციაში გამოიყენება ნიადაგების დაჯგუფების განსხვავებული პრინციპები - პეტროგრაფიულ-ლითოლოგიური, გენეზისური, ევოლუციური, ეკოლოგიური.

გამოიყოფა ნიადაგური კლასიფიკაციის შემდეგი სახეები:

1.გეოგრაფიულ-გენეზისური;

2. ფაქტორულ-გენეზისური;

3. საკუთრივ-გენეზისური;

4. ევოლუციურ-გენეზისური.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9