C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგების პროფილის შენება

ნიადაგების გარეგან სახეს, გენეზისურ ჰორიზონტებზე მეტ-ნაკლებად გამოსახულ დიფერენციაციას, შენება ეწოდება. ნიადაგების შენება სხვადასხვანაირია: 1. ნიადაგების პროფილში ჰორიზონტები მკვეთრად გამოიყოფა; 2. ნიადაგების პროფილში ჰორიზონტები გამოვლენილია სუსტად. ნიადაგური პროფილი აჩვენებს ნიადაგის მექანიკური, მინერალური, ქიმიური შედგენილობის, ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური კანონზომიერ ცვლილებას ზედაპირიდან სიღრმეში-დედაქანამდე. ნიადაგური პროფილი იყოფა ორ ჯგუფად: მარტივ და რთული. მარტივ პროფილებს მიეკუთვნებიან: პრიმიტიული, არასრულად განვითარებული, ნორმალური, სუსტად დიფერენცირებული, ეროზირებული. რთულ პროფილებს მიეკუთვნებიან: რელიქტური, მრავალწევრიანი, პოლიციკლური, ანთროპოგენურ-დიფერენცირებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9