C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
ანა ანდ ანე ანთ ანი ანტ ანჰ

ანდეზიტი

ვულკანუვური წარმოშობის საშუალო მჟავიანობის ქანი, მუქი რუხი ან მოწითალო ფერისა. მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულებისაა. ძირითადი მასა ვულკანური მინის, პლაგიოკლაზისა და პიროქსენის მიკროლითების ნარევია, პორფირული გამონაყოფებია პლაგიოკლაზი (ანდეზინი) და ერთი ან რამდენიმე მუქი სილიკატი: ავგიტი, რქატყუარა, ზოგჯერ ჰიპერსტენიან ბიოტიტი. არჩევენ ორპიროქსენიან, ქარსიან, ჰიპერსტენიან ანდეზიტს და სხვა სახესხვაობებს. ანდეზიტი ფართოდაა გავრცელებული ძველი ან თანამედროვე ვულკანიზმის რაიო ნებში. საქართველოში გვხვდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (ვულ კანები: მყინვარწვერი, ქაბარჯინა), მდინარეების დიდი და პატარა ლიახვის, ქსნისა და არაგვის სათავეებში (ყელის ვულკანური ზეგანი), აჭარა-თრიალეთის ქედზე (ბორჯომ ბაკურიანი, ციხისჯვარი, გუჯარეთი), ჯავახეთის ზეგანზე (აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედები). ანდეზიტს იყენებენ საშენ და მჟავაგამძლე მასალად.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9