მცენარის ტკიპები ობობისნაირთა კლასს მიეკუთვნება. მწერებისაგან განსხვავებით, მათი სხეული დანაწევრებული არ არის და შეიცავს 2 ნაწილს: თავმკერდს და მუცელს. ულვაშები არ აქვთ. ობობისნაირი ტკიპების სხეულის ფორმა ბრტყელ-ოვალური ან ამობურცულ-ოვალურია, გალების წარმომქმნელი ტკიპებია კი ჭიისებრი. ტკიპები მრავლდებიან კვერცხებით, საიდანაც წვრილი მატლები იბადებიან. მატლები იცვლიან კანს, გადაიქცევიან ჯერ ნიმფებად, შემდეგ კი - ზრდასრულ ტკიპად. ტკიპების უმრავლესობა ზამთრობს კვერცხის ფაზაში, ხოლო ნაწილი - ზრდასრულ მდგომარეობაში. თაობათა რაოდენობა ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.