C

ობ ოვ ოზ ოლ ონ ოპ ორ ოქ
ოლი

ოლივინი

მაგნიუმის რკინის სილიკატი. ის არის ტიპიური ჰიპოგენური წარმოშობის მინერალი. ის კაჟმიწით გაუჯერებელი ქანების (ოლივინიტები, დუნიტები, პერიდოტიტები, კიმბერლიტები და სხვ.) ძირითადი ქანმაშენი მინერალია ქრომიტთან, შპინელებთან, მაგნეტიტთან, ილმენიტთან, გრანატებთან ასოციაციაში. აქცესორ-მინერალის სახით ოლივინი მონაწილეობს გაბრო-ბაზალტის ჯგუფის ქანებში ფუძე პლაგიოკლაზებთან და პიროქსენებთან ერთად.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9