C

ობ ოვ ოზ ოლ ონ ოპ ორ ოქ
ოპტ

ოპტიკური ორიენტირებული თიხების აგებულება

თიხიანი ნაწილაკების ან მათი ცრუკრისტალების სხვადასხვა ფორმითა და ურთიერთგანლაგებით განპირობებული თვისებების ერთობლიობა. გამოიყოფა აგებულების შემდეგი ტიპები:

1. ქერცლოვანი - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება სხვადასხვაგვარად განლაგებული ქერცლებისაგან;

. ბოჭკოვანი - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება სხვადასხვაგვარად განლაგებული ბოჭკოებისაგან;

3. ნაკადურ-ბოჭკოვანი, უწესრიგო ბოჭკოვანი (აწეწილბოჭკოვანი) - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება ურთიერთორიენტირებული ბოჭკოსაგან, რომელთა განლაგება მოგვაგონებს ღვარს, ნაკადულის დინებას და სხვა;

4. პარალელურ-ბოჭკოვანი - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება პარალელურად ორიენტირებული ბოჭკოებისაგან.

5. ჯვარედინბოჭკოვანი (ბადისებრი) - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება მეტ-ნაკლებად პერპენდიკულარულად ორიენტირებული ბოჭკოებისაგან;

6. ქერცლოვან-ბოჭკოვანი - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება სხვადასხვაგვარად განლაგებული ბოჭკოებისა და ქერცლისაგან;

7. კონცენტრული (წრისებრი) - ოპტიკურად ორიენტირებული თიხა შედგება კონცენტრულად განლაგებული თიხის ან მისი ფსევდოკრისტალებისაგან.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9