Gk. ორთო... klásis – მტვრევა, გაპობა სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი; ქიმიური შედგენილობა К (АlSi₃О₈). მინარევებია: Na, Bа, Fe, Cа, Rb, Cs. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალებს პრიზმის ფორმა აქვს, ხშირია მრავალგვარი მრჩობლები. მურა-ყვითელი ან ვარდისფერია. ელვარებს მინისებურად. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2550-2580 კგ/მ³. მაგმური ქანების ერთ-ერთი ძირითადი ქანთმაშენი მინერალია, გვხვდება აგრეთვე პეგმატიტურ ძარღვებსა და მეტამორფულ ქანებში. იყენებენ კერამიკულ და მინის მრეწველობაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.