L. (Euproctis chysorrhoea L.) დიდი რაოდონებითაა გავრცელებულია ქართლში, სამაჩებლოში, იმერეთში. მასობრივი გამრავლების დროს ის ხეხილს მთლიანად აშიშვლებს. ოქროკუდა წელიწადში ერთ თაობას იძლევა; ზამთრობს ახალგაზრდა მატლის ფაზაში, მოზამთრე ბუდეში. კვერტის დაბერვისას მატლები ბუდეებიდან გამოდიან და კვებას იწყებენ ზრდა-განვითარებას ივლისში ამთავრებენ; მკვებავი მცენარეების ფოთლებს შორის და ბალახებზე ჭუპრდებიან. პეპლები ფრენენ შუა ზაფხულში, საღამოს და ღამით ეტანებიან სინათლეს. პეპელა კვერცხებს ჯგუფურად დებს ფოთლის ქვედა მხარეზე და მუცლის ბოლოდან გამოყოფილი ოქროსფერი ბუსუსებით ფარავს. ერთ ნადებში 200-300 კვერცხია. კვერცხებიდან გამოჩეკილი ბუსუსებიანი მატლები ფითლებს აზიანებენ, მათი კვება აგვისტო-სექტემნერში მიმდინარეობს. შემოდგომაზე მე-2-3 ხნოვანების მატლები 5-7 დაზიანებულ ფოთოლს ერთად ახვევენ ქსელში და ზამთრის ბუდეს ქმნიან, რომელსაც მჭიდროდ ამაგრებენ ტოტზე. ქართლში ძლიერი ყინვების მიუხედავად, ოქროკუდას მოზამთრე მატლების დიდი ნაწილი გადარჩება, ასევე უნდა აღინშნოს, რომ ზოგიერთ წელს მავნებელი დიდი რაოდენობით იღუპება პარაზიტებისა და ბაქტერიული დაავადებისაგან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.