მცენარეებით დაკავებული ანეული, რომელიც ჩვეულებრივზე ადრე ათავისუფლებს მინდორს მოსავლის მასისაგან, ნიადაგის დასამუშავებლად და მოდევნო კულტურის ზრდა-განვითარებისათვის უკეთესი პირობების მოსამზადებლად. დაკავებულ კულტურად იყენებენ: მარცვლეულს, პარკოსნებს, ერთწლოვან და მრავალწლოვან ბალახებს, ბარდა, შვრიის ნარევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.