C

პა პე პი პლ პო პრ პუ
პათ პალ პამ პან პარ

პამიდორის ჟანგა ტკიპა

L. (Vasates licopersici Lamb)
პამიდვრის ჟანგა ტკიპა აღმოსავლეთ საქართველოში ძაღლყურძენასებრთა ოჯახის დეკორატორიულ მცენარეებზე გვხვდება. პამიდვრის ტკიპა მცენარეს უზიანებს მიწისზედა ყველა ნაწილს, რომლებიც დაზიანების შედეგად ბრინჯაოსფერს ღებულობენ და თავიანთ ცხოველმყოფელობას თანდათანობით კარგავენ, ნაყოფების კანი კი უხეშდება, კორპისებრი ქსოვილით იფარება, ხევდება და ბოლოს ჟანგისფერს ღებულობს. ამასთან, ნაყოფი ვეღარ ვითარდება, ზრდის დასრულებას ვერ აღწევს და საჭმელად გამოუსადეგარი ხდება. მინდვრის პირობებში ტკიპა იმაგოს ფაზაში, სხვადასხვა თავშესაფარში – ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ, ნარჩენებზე და სხვაგან იზამთრებს, ხოლო სათბურის პირობებში კი - განვითარებას და გამრავლებას ზამთარშიც განაგრძობს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9