L. (Sertoria lycopersici Speg.) სეპტორიოზი პამიდვრის სერიოზული დაავადებაა. მისი მავნეობა საკმაოდ დიდია. იგი მოსავლიანობას 30-50 %-ით ამცირებს, რადგან აავადებს მცენარის ყველა ორგანოს: ფოთლებს, ღეროს, ყვავილებს, და მკვახე ნაყოფსაც კი. დაავადების გარეგნული ნიშნები ყველა ორგანოზე ძირითადად ერთნაირია. დაავადება ძირითადად ვრცელდება ქვედა პირველად ფოთლებზე, შავი წვრილი ლაქების სახით, შემდგომში ლაქები მატულობს. დასაწყისში ლაქა შავია, თანდათან უფერულდება და საბოლოოდ თეთრად რჩება. მუქი არშიით შემოვლებული ფოთლებზე შავი წერტილების სახით ვლინდება. ავადმყოფობის ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში, (ოპტიმალური ტემპერატურა 20-25° C, ტენიანობა 77-94%) ლაქები მრავლდება, ერთმანეთში ირევა და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, დაავადება გადადის ღეროებზეც და ხშირად ახმობს მას. ლაქებზე კარგად შეიმჩნევა შავი წერტილები, იგივე სოკოს სპორები, რომელთა გაფანტვა ოპტიმალურ პირობებში 10 წუთში ხდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.