C

პა პე პი პლ პო პრ პუ
პათ პალ პამ პან პარ

პამიდვრის ჭკნობა

ჭკნობა პამიდვრის კულტურებისთვის მეტად მწვავე ავადმყოფობად ითვლება. ის იწვევს ყველა ორგანოს დაავადებას და უმეტესად მცენარე ნაწილობრივ, ან მთლიანად კვდება. ამ დაავადების პირველი ნიშნები მოძველებულ ფოთლებზე აღინიშნება. ის იწვევს ფოთლების დეფორმაციას, ჭკნობას და ძალიან მალე მცენარე მთლიანად ჭკნება. ღეროს გადანაჭრელზე ჩანს მურა ან შავი რგოლი, რაც მცენარის გამტარი სისტემის დაავადებაზე მიუთითებს. გამტარი სისტემის ნეკროზი ვრცელდება ღეროს გასწვრივ 1 მეტრზე ან მეტზე, რითაც ჭკნობა განსხვავდება ფესვის სიდამპლისგან, რომლის დროსაც ნეკროზი მხოლოდ 10-15 სმ. ვრცელდება მცენარე ფესვებიდან ავადდება, რადგან დაავადების გამომწვევი ფესვიდან იჭრება და მთელ მცენარეში ვრცელდება. დაავადება კარგად ვითარდება ნიადაგში, როცა ტემპერატურა 250-ზე დაბალია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9