პესტიციდების კომბინირებულ ნაზავში შემავალი კომპონენტების ტოქსიკურობა არ იცვლება და მიიღება არითმეტიკულად შეჯამებული მარტივი ეფექტი, ე.ი. ამა თუ იმ მავნე ორგანიზმის დაღუპვას კომბინირებული ნაზავის გამოყენებისას ადგილი ექნება ზუსტად იმ რაოდენიბით, რომელიც მიღებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომბინირებულ ნაზავში შემავალ ტოქსიკურ კომპონენტებს გამოვიყენებთ იგივე კონცენტრაციით და ნორმით და იგივე პირობებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.