C

პა პე პი პლ პო პრ პუ
პენ პეპ პერ პეს პეტ

პესტიციდების გამოყენების რეგლამენტაცია

ქიმიური ნაერთი, რეკომენდებული როგორც მცენარეთა დაცვის საშუალება, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს: მავნე ორგანიზმისათვის მაღალი ტოქსიკურობა და დასაცავი მცენარისათვის უვნებლობა (სასურველია მცენარის სასიცოცხლო პროცესებზე მასტიმულირებელი მოქმედება); ადამიანისა და, საერთოდ თბილსისხლიანებისათვის (მათ შორის სასოფლო–სამეურნეო ცხოველებისათვის) უმნიშვნელო ტოქსიკურობა; გარემო ფაქტორებისადმი (ტემპერატურა, ტენი, მზის სხივები) სუსტი გამძლეობა და ამ მიზეზით ბუნების დანაგვიანების ნაკლები შესაძლებლობა; მავნე ორგანიზმების ბუნებრივი მტრების ( ენტომოფაგები, აკარიფაგები, ენტომოპათოგენური სოკოები და ა.შ.) მიმართ ტოქსიკურობის სწრაფი დაკარგვა; უნდა ახასიათებდეს უნივერსალურობა (თუნდაც რამდენიმე მავნე ორგანიზმზე ერთდროული მოქმედება), ტრანსპორტაბელობა, სტანდარტულობა, ხელმისაწვდომობა (მისი ფასი არ უნდა იყოს მაღალი), არ იწვევდეს მეტალების კოროზიას და სხვა მასალების გაფუჭებას, არ იყოს საშიში ხანძრის გაჩენის მხრივ, არ უნდა ახასიათებდეს ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვების უნარი, არ უნდა ჰქონდეს კანცეროგენული, მუტაგენური, ემბრიოტოქსიკური, ალერგენული თვისებები და ა.შ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9