ნაერთები, რომლების აუმჯობესებენ პესტიციდის მიერ მცენარის ან მავნე ორგანიზმის ზედაპირის დასველების უნარს, ხელს უწყობენ ნაზავის განწვეთებას, ზედაპირზე მიკრობას და მისი ოპტიმალური ვადით შენარჩუნებას, ასრულებენ დისპერსიული სისტემების (პესტიციდის შემცველი, წყალში უხსნადი, თხევადი მასის) ემულგატორისა და სტაბილიზატორის, ზოგჯერ კი პესტიციდის გამხსნელის ფუნქციასაც (მაგ., საპნები, სულფიტ–სპირტის დურდოს კონცენტრატები, პოლიეთილენ–გლიკოლის ეთერები).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.