პესტიციდი, რომელიც მცენარეში იჭრება მისი მიწისზედა ნაწილიდან ან ფესვთა სისტემიდან, გადაადგილდება ქსოვილებში და იწვევს მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზე ბინადარი მავნე ორგანიზმების სიკვდილს ან იწვევს სარეველა მცენარეებში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.