პესტიციდი, რომელიც სისტემური მოქმედების შენაერთის მსგავსად იჭრება მცენარის ქსოვილებში, მაგრამ არ გადაადგილდება ჭურჭლოვან სისტემაში. კონტაქტურ პრეპარატებთან შედარებით მათი ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ ისინი არ ირეცხებიან მცენარის ზედაპირიდან წვიმით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებისას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.