მყარი აგრეგატული მდგომარეობის წყალში უხსნადი ნაერთები, რომლებიც საჭიროა მყარი აგრეგატული მდგომარეობის პესტიციდების სამუშაო შედგენილობის ფორმაში გადასაყვანად. შესაფრქვევად განკუთვნილი პრეპარატების დასამზადებლად შემავსებლად უპირატესად გამოიყენება: ტალკი, კაოლინი და ელექტროფილტრების ნაცარი, ხოლო სველებადი ფხვნილებისათვის – ბენტონიტი, კაოლინი, სილიკაგელი და ინფუზორული მიწა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.