C

პა პე პი პლ პო პრ პუ
პენ პეპ პერ პეს პეტ

პესტიციდის მიმართ ორგანიზმის დაცვითი რეაქცია

ტოქსიკანტის უჯრედში შეჭრისას ორგანიზმის რეაქცია ტოქსიკური მოქმედების გასაბათილებლად ან შესაზღუდად. ასეთი რეაქციებია: შეჭრილი უცხო ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნა უცვლელი სახით; მისი ქსოვილებში დეპონირება (უცვლელი სახით შენახვა); ტოქსიკანტის დაშლა უფრო მარტივი შედგენილობის ნივთიერებამდე და მათი ორგანიზმიდან გამოდევნა ან მეტაბოლიზმში ჩართვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9