ხნულის ზედაპირული დამუშავება გამკვრივებული ფენის გასაფხვიერებლად, ქერქის დასაშლელად და სარეველების მოსასპობად. აოშვისას მატულობს ნიადაგის ფორიანობა, უმჯობესდება აერაცია, ინტენსიურდება მიკრობიოლოგიური პროცესები. აოშვის სიღრმეა 8 – 16 სმ. ზოგჯერ აოშვას რამდენჯერმე იმეორებენ სხვადასხვა სიღრმეზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.