მავნე ორგანიზმის სასიკვდილოდ საჭირო პესტიციდის მინიმალური რაოდენობა (კონცენტრაცია, ნორმა), შეფარდებული დასაცავი მცენარისათვის უვნებელ (იგივე ერთეულებში გამოხატულ) რაოდენობასთან. რამდენადაც მცირეა მავნე ორგანიზმის სასიკვდილოდ საჭირო პესტიციდის რაოდენობა და რამდენად დიდია პესტიციდის ის რაოდენობა, რომელიც უვნებელია მცენარისათვის, მით უფრო მცირეა ქიმიურ–თერაპიული ინდექსი და ამ მახასიათებლის მქონე პესტიციდის გამოყენება ნაკლებად საშიშია მცენარისათვის და მოსალოდნელია მაღალი ბიოლოგიური (ტექნიკური) ეფექტის მიღება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.