ეწერიანი ნიადაგი - ტერმინი შემოტანილია, იმ ნიადაგებისათვის, რომლებიც გარდამავალ საფეხურზე იმყოფებიან ეწერიან-ილუვიურ AI –Fe ჰუმუსიან და ჟანგმიწიან ვულკანურ ნიადაგებს შორის. ხასიათდება ორწვერიანი პროფილით, ღია მოთეთრო ჰორიზონტით და ზედა ნაწილში ჟანგიანი ნაფენების სიჭარბით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.