C

ჟა ჟო
ჟოლ

ჟოლოს ანთრაქნოზი

L. (Gloepsporium venetum Speg.)
საქართველოში გავრცელებულია ყველგან, სადაც ჟოლოს კულტურული და ველური ბფორმები გვხვდება. ჯოლოს გარდა, ის მაყვალსაც აავადებს ანთრაქნოზით ავადდება ყლორტები, ფოთლის ყუბწები და ფოთლები. ანთრაქნოზის პირველი სიმპტომები ქართლის პირობებში თავს ივნისის პირველ დეკადაში იჩენს. ამ პერიოდისათვის ყლორტებზე პატარა, ღრმა ჭრილობები იქმნება რომელთა შუა ნაწილი განაცრისფრებულია და შემოვლებულია მეწამული არშიით. ძლიერ დაზიანების შემთხვევაში ასეთი ლაქები ერთდებიან და იკავებენ ყლორტების დიდ ნაწილს, რაც იწვევს მცენარეების ხმობას. ფოთლებზე თავდაპირველად პატარა, წერტილისებრი, მომრგვალო ფორმის ლაქები ვითარდება, რომელთა შუა ნაწილი ნაცრისფერია და შემოსაზღვრულია მეწამული ფერის არშიით, შედარებით მაღალი ტენის პირობებში ლაქები იზრდება და ფოთლის დიდ ფართობს იკავებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9