C

რა რბ რე რთ რი რკ რო რუ რწ
რბი

რბილი ცრუფარიანა

ამ ცრუფარიანას ზრდასრული მატლი წუწნით აზიანებს სუბტროპიკული კულტურების ტოტებს, ყლორტებს და ზოგჯერ ნაყოფსაც. საქართველოში გავრცელებულია, სადაც კი სუბტროპიკული კულტურებია. ცრუფარიანა პირველი და მეორე ხნოვანების მატლის სტადიაში ზამთრობს. გაზაფხულზე (მაისის მეორე ნახევარი) გამოზამთრებული მატლები განვითარებას ამთავრებენ, მომწეფებიდან სქესობრივად და იწყებენ კვერცხისდებას, რამდენიმე საათის შემდეგ იწყება მატლების გამოჩეკა. მავნებლის თაობათა რაოდენობა არწევს 3-4. ცრუფარიანა სახლდება ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეზე, უმთავრესად კი მთავარი ძარღვის იღლიაში. მავნებელს კვების დროს შეაქვთ მცენარეში სანერწყვე ჯირკვლების ისეთი სეკრეტი, რომელიც დამღუპელვად მოქმედებს მცენარის უჯრედებზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9