სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება ჯანსაღი, გენეტიკურად მრავალფეროვანი, მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბების და/ან არსებული პოპულაციის კონსერვაციული სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს მათ შეყვანას ბუნებრივ არეალში, სადაც ამ სახეობის არცერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული ან შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.