C

რა რბ რე რთ რი რკ რო რუ რწ
რეგ რეე რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეტ რეუ

რენძინი

კარბონატულ ქანებზე (კირქვებზე, მერგელებზე და სხვ.) განვითარებული ნიადაგი AC პროფილით. მსოფლიო ნიადაგების რუკაზე ეს ტერმინი გამოყენებულია იმ ნიადაგებისთვის, რომელსაც არა აქვს სხვა დიაგნოსტიკური ჰორიზონტები, A ჰორიზონტი არ აღემატება 50 სმ - ს, რომელიც 40% - ზე მეტ უშუალოდ კარბონატულ მასალას შეიცავს. დასავლეთ ევროპის სკოლის მიხრდვით, რენძინს აქვს მული ტიპის ჰუმუსი და წარმოიქმნება მხოლოდ კარბონატულ ქანებზე; ფრანგული სკოლის მიხედვით, ეს ტერმინი გამოიყენება ნიადაგის ჯგუფისათვის, რომელიც შედის კარბონატული ნიადაგების ქვეკლასში კალციმაგნეზიური ნიადაგების კლასიდან. მათ აქვთ მცირე სისქის AC ან AB პროფილი, მარცვლოვანი ან კოშტოვანი სტრუქტურა, pH = 7,0 . ფორმირებულნი არიან მკვრივ კარბონატულ ქანებზე. რენძინების ჯგუფების, ქვეტიპებისა და გვარების აღსანიშნავად იხმარება მრავალი ტერმინი: რენძინი ალპური, რ. ალპური ჰიდრომოდერი, რ. თეთრი, რ. რუხი და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9