გ. ტალახაძის მიერ შემოტანილი ტერმინი ცივგომბორის ქვედა ჩრდილო ექსპოზიციის კალთებზე კირქვების გავრცელების ზოლში განვითარებული ნიადაგების აღსანიშნავად, რომლებიც ადრე ნეშომპალაკარბონატული ნიადაგების სახით გამოიყოფოდა. გ. ტალახაძის მიხედვით, ეს ნიადაგები ნეშომპალაკარბონატული ნიადაგების ყავისფერ ნიადაგად ჩამოყალიბების წინა საფეხურზე დგას. ახასიათებს საშუალო და დიდი სისქის პროფილი, რომლის პირველი ნახევარი უკარბონატო, ყავისფერი შეფერვის, გამოირჩევა მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენლობითა და გოროვანი სტრუქტურით; მეორე ნახევარი კარბონატებით მდიდარი წვრილმიწაა, რომლის შემდეგ კირქვებსა და მერგელებზე გადადის. გ. ტალახაძის მონაცემებით ეს ნიადაგები ჰუმუსის შემცველობით (4-5%), არის რეაქციით (ნეიტრალური, სუსტი, ტუტე), შთანთქმულ ფუძეთა შემადგენლობით, თიხამინერალების ბუნებითა და სხვა მაჩვენებლებით კარბონატულ-ყავისფერი ნიადაგის მსგავს ნიშან-თვისებებს ამჟღავნებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.