C

რა რბ რე რთ რი რკ რო რუ რწ
რეგ რეე რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეტ რეუ

რენძინო-ყომრალი ნიადაგები

გ. ტალახაძის მიერ შემოტანილი ტერმინი ნეშომპალაკარბონატულ ნიადაგებთან კომპლექსში კიექვებსა და მერგელებზე ფორმირებული ყომრალი ნიადაგების ნიშან-თვისებების მქონე ნიადაგების აღსანიშნავად. გ.ტალახაძის მიხედვით, ეს ნიადაგები ხასიათდება მოშავო-მოყვითალო შეფერვით, ორიარუსიანი პროფილით, გოროხოვან-კაკლოვანი სტრუქტურით, B ჰორიზონტის შედატებით უფრო მძიმე მექანიკური შემადგენლობით და გათიხების მაღალი ინტენსივობით. CaCO₃ - ის არსებობით ქანის მახლობელ თხელ ფენაში, ზედაფენების სისტი მჟავე, ქვედაფენების ნეიტრალური რეაქციით. ჰუმუსის და საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით ეს ნიადაგებ-საშუალო და ხშირად საშუალოზე მაღალი ნაყოფიერებისაა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9