C

რა რბ რე რთ რი რკ რო რუ რწ
რიგ რიზ რიკ

რიკეტსიები

ისინი აღმოჩენილი იქნა 1972 წელს. აქვთ სფერული ან წაგრძელებული ფორმა. აგებულებით ჰგვანან მიკოპლაზმებს, მაგრამ მათგან განსხვავებით აქვთ უჯრედული გარსი, მგრძნობიარენი არიან პენიცილინის მიმართ და არ ვითარდებიან ხელოვნურ საკვებ არეებზე. არ გადადიან მცენარის წვენით, ვრცელდებიან მხოლოდ გადამტანი მწერებით, ძირითადად ჭიჭინობელებით. რიკეტსიოზების დროს მცენარე ზრდაში ჩამორჩება, ჭკნება და სხვ. ბრძოლა: სარგავი მასალის დამუშავება ცხელი წყლით, ბრძოლა გადამტანებთან და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9