L. (Physoderma zeae_maydis Shrotel) სიმპტომები ძირითადად ფოთლებზე, ტაროს ქვეშ, ფოთლის ვაგინაზე და ღეროზე ჩანს. პირველად მოყვითალო ლაქები ჩნდება, რომელებიც თანდათან რუხდებიან, მოგვიანებით ერთმანეთს ერწყმიან და მთლიანად აზიანებენ ფოთლის ფუძეს. დაზიანებული უჯრედები იშლება და მათ ადგილას მთვარისებრი მოწითალო-რუხი სპორები ჩნდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.