ბოსტნის შავი (Ph. atra F.), ტალღისებრი (Ph. undulata Kutsch), ლურჯი (Ph. nigripes F.) რწყილები გავრცელებულია ყველგან, ხოჭოები 2-4 მმ სიგრძის, შავი, ლურჯი ან მომწვანო ფერის არიან. სქესობრივად მოუმწიფებელი ხოჭოები იზამთრებენ მცენარეთა ნარჩენებში ან ნიადაგის ზედა ფენაში, გზისპირებზე, ტყის ზოლებზე. გამოდიან აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, იკვებებიან სარეველებით, საგაზაფხულო რაფსის გამოჩენისთანავე გადაფრინდებიან მასზე, კვერცხებს დებენ ნიადაგში გროვებად-3-25 ცალს თითოში. კვერცხი 3-12, მატლი კი _ 15-30 დღეში ვითარდება (ამინდის პირობებიდან გამომდინარე). ახალი გენერაციის ხოჭოები ჩნდებიან ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ზამთრობას იწყებენ სიცივეების დადგომისთანავე. გააჩნიათ ერთი გენერაცია და დიდ ზიანს აყენებენ ბოსტნეულ კულტურებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.