დატბორებით მორწყვის ყველაზე მარტივი სახე, დასატბორებლად იყენებენ გაზაფხულზე თოვლის დნობის, წვიმებისა და ადგილობრივი მდინარეების წყლებს. მცირე დროის მანძილზე შრომის მცირე დანახადჯებით შესაძლებელი ხდება მოირწყას დიდი ფართობები და ამიტომ მორწყვის ეს წესი საკმაოდ იაფი ღონისძიებაა. ლიმანური მორწყვა მხოლოდ გაზაფხულზე ტარდება ერთხელ და ისიც, როგორც სამარაგო მორწყვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.