L. (Trialearodes vaporariorum Westwood.) ფრთათეთრა მავნებელია როგორც დახურულ, ასევე ღია გრუნტში. იგი განსაკუთრებით ზიანს აყენებს პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს, ლობიოს, თამბაქოს და დეკორატიულ მცენარეებს. ფრთათეთრას მავნეობა გამოიხატება: მატლები ფოთლის ქვედა მხრიდან წუწნიან. მცენარის ტკბილ გამონაყოფზე სახლდება სოკო, რის გამოც მკვეთრად მცირდება ფოთლის ასიმილაციის უნარი. დაზიანებული მცენარეები ვეღარ იზრდებიან და ადრეულად იღუპებიან. ფრთათეთრა ძირითადად დახურულ შენობებში ზამთრობას. ერთი წლის განმავლობაში ვითარდება 8 – 12 თაობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.