სუბიექტი, რომელიც მუშაობს წარმოების ტერიტორიაზე და სამრეწველო პროცესში იყენებს ნივთიერებებს, რომლებიც პროდუქტში არ რჩება (მაგალითად, გამოიყენება დამუშავების დამხმარე საშუალებებად). სამრეწველო საბოლოო მომხმარებელი არ გადასცემს რაიმე ნივთიერებას ან ნარევს მიწოდების ჯაჭვის სხვა მონაწილეს. თუ ნივთიერება/ ნივთიერებები, დამოუკიდებელი სახით ან წარმოდგენილი ნარევში, არ შედის სუბიექტის პროდუქტში, მაგრამ გამოიყენება წარმოების ხელშესაწყობად ან წარმოების დასრულების შემდეგ ხდება მათ ჩამორეცხვა, სუბიექტი მათ იყენებს მხოლოდ როგორც წარმოების დამხმარე საშუალებებად.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.