C

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სხ
საბ საგ საე სავ საზ სათ საი საკ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საქ საღ საშ საც საძ საწ სახ საჰ

სამუშაო ნაზავის დამუშავების წესები

სველებადი ფხვნილებისაგან სამუშაო ნაზავი (სუსპენზია) მზადდება შემდეგი თანამიმდევრობით. იწონება საჭირო რაოდენობის პრეპარატის ფხვნილი და ჩაიყრება შედარებით მცირე მოცულობის ჭურჭელში, შემდეგ მას თანამიმდევრობით დაესხმება წყალი კარგად აერევა ფაფისებური მასის მიღებამდე და მუდმივი არევით გადაისხმება საერთო ჭურჭელში, სადაც სამუშაო ნაზავი მზადდება. შეიძლება სასხურებელი აპარატის ავზში ჩაღვრა. მაგალითად, როდესაც გვსურს სველებადი ფხვნილიდან დავამზადოთ 0.2 % - იანი ან 1 % - იანი კონცენტრაცია, ამისათვის საჭიროა ერთ ლიტრ წყალში გავაზაოთ შესაბამისად 2 – 10 გრ. ხოლო 100 ლიტრ წყალში 1 კგ სველებადი ფხვნილი. კონცენტრირებული ემულსიებიდან სამუშაო სითხე მზადდება ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობით, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ წონითი საზომის ნაცვლად გამოიყენება მოცულობითი საზომი ( კუბ. - სმ. ან ლიტრი).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9