C

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სხ
საბ საგ საე სავ საზ სათ საი საკ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საქ საღ საშ საც საძ საწ სახ საჰ

სარეველები

სარეველაა ყველა ის მცენარე, რომელიც მოსავლის წყაროს არ შეადგენს და გვხვდება კულტურულ მცენარეთა ნათესებში. სარეველები ბუნებაში ფართოდ გავრცელებულ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნებიან და სოფლის მეურნეობას დიდ ზარალს აყენებენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ახშობენ კულტურულ მცენარეთა ზრდა-განვითარებას და ზოგჯერ მათ მთლიან დაღუპვასაც იწვევენ. კვების ტიპის, გამრავლების საშუალებებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით სარეველები წარმოდგენილია ორ მთავარ ჯგუფად: პარაზიტი და არაპარაზიტი სარეველები. სარეველა მცენარეებს, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ისხამენ თესლს, მოკლეხნოვანები ეწოდებათ. იმ სარეველებს კი, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერმე ისხამენ თესლს – მრავალწლიანები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9