საღი ნიადაგი საღი მცენარის განვითარების წინაპირობაა. აქტიურ, „ცოცხალ“ ნიადაგს ე.წ. „ანტიპათოგენური“ პოტენციალის გამო დაავადებების დათრგუნვის უნარი აქვს. ამ თვისების რეალიზაციისათვის ნიადაგს სჭირდება დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერებები, აგრეთვე აერაციისა და წყალმომარაგების ოპტიმალური რეჟიმი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.