C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
არა არბ არგ არე არი არმ არს არტ არქ არყ არხ

არმილარია, მანჭკვალა სოკო

L. Armillariella mellea
ეს არ არის აბედა სოკო. იგი ქუდიანი სოკოა (Agaicaceae). ნაყოფსხეულის თავი ჯერ ოდნავ ამობურცულია, შემდეგ ბრტყელი, ყვითელი ან ოდნავ რუხი ფერის. ჰიმენოფორი ფირფიტნაირია, ხორცისფერი. ქუდის ზედა მხარეს ქერცლები აქვს. მრავლდება სპორებით და როზომორფებით, ნიადაგშიდაც და მერქანშიც. აავადებს როგორც ტყის ჯიშებს (წიწვოვანებს და ფოთლოვანებს), ისე კულტურულ მცენარეებსაც: ჩაის, ციტრუსებს, ხეხილს, თუთას, ტუნგოს და სხვ. რიზომორფი იჭრება ფესვის ყელიდან და ქერქქვეშ იძლევა თეთრ მიცელიუმს, რომელიც შედის მერქანში და იწვევს პერიფერიულ სიდამპლეს. ხე იწყებს ფისის გამოჟონვას. აავადებს როგორც ახალგაზრდა, ისე ხნიერ ხეებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9