L. (Ostrinia nubilalis Hb.) წინა ფრთები მკრთალი-ყვითელია ან ღია ყავისფერი უკანა ფრთები შედარებით მკრთალია, ორივე წყვილს გარდიგარდმო მკრთალი ზოლი გასდევს. ფართოდაა გავრცელებული, საქართველოში 50 - მდე სახეობის მცენარით იკვებება, უპირატესობას ანიჭებს სიმინდს. გამოჩეკილი მატლი ღრღნის ჯერ კიდევ გაუხსნელ ფოთლებს, შემდეგ იჭრება ფოთლის ყუნწში, აქედან გადადის ღეროზე, ტაროში და ღრღნის მარცვლებსაც.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.