L. (Ustilago maydis (DC) Corda) საქართველოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი ქლამიდოსპორები მთელი წლის განმავლობაში აავადებენ სიმინდის ფოთლებს, ღეროს, ტაროს, ქუჩეჩს, იშვიათად ფესვებსაც. შავი მტვერი მცენარის მზარდ ნაწილზე მოხვედრისთანავე იწყებს განვითარებას, ზრდის მილის წარმოშობას, რითაც იჭრება საღ ქსოვილში და იწვევს მის დეფორმაციას. მისი სპორები შორს ვერ გადაადგილდებიან და დაზიანებას ლოკალური, კერობრივი სახე აქვს. დაზიანებული ადგილები ქსოვილის ძლიერ ზრდას იწყებს, უჩნდება კორძები, დეფორმირდება. კორძები თეთრი კანით იფარება, შემდეგში სკდება და სპორები შავი მტვრის სახით იფანტება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.