ნიდაგწარმომქნელი ქანი (C) - ნიადაგური პროფილის ყველაზე ღრმა ჰორიზონტი, არ გააჩნია ორგანოგენური, ელუვიური, ილუვიური ან მეტამორფული ჰორიზონტების თვისებები; ზოგიერთ შემთხვევაში ახასიათებს აკუმულაციური ან ლებიანი ჰორიზონტის თვისებები; ქვეშნაფენი ქანი - ნიადაგწარმომქმნელი ქანების ქვეშ, ზედაპირიდან 2-3 (5) მ-ის საზღვრებში, განასხვავებენ ფხვიერ (D) და მკვრივ (R) ქვეშნაფენ ქანებს. ისინი გამოიყოფა იმ შემთხვევაში, როდესაც გენეზისური ჰორიზონტები წარმოიქმნება ერთ ქანზე, მისი ქვემდებარე ქანი კი განსხვავებულია თვისებებით. ნიდაგის პროფილის თითოეული თანმიმდევრული (ზევიდან-ქვევით) ჰორიზონტის საველე დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია დადგინდეს: 1. ჰორიზონტის ინ დექსი (საბოლოო და ზისტი ან მიახლოებითი); 2. ჰორიზონტის სისქე სმ - ით (მითითებული უნდა იყოს სიღრმე ჰორიზონტის ზედა საზღვრიდან ქვედა საზღვრამდე) 3. ჰორიზონტებს შორის საზღვრების ფორმა (სწორი, ტალღოვანი, ჯიბიანი, ეწოვანი, ჩარეცხილი); ჰორიზონტებს შორის გასასვლის ხასიათი (მკვეთრი, აშკარა, თანდათანობითი).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.