მაღალი ტემპერატურის დროს ზაფხულის თვეებში მზის ენერგიის გამოყენების ხარჯზე და ნიადაგის პოლიმერული მასალების (თეთრი საფარი/ფირი) დაფარების საშუალებით ნიადაგის ტემპერატურის აწევას სოლარიზაცია ეწოდება. აღნიშნული პროცესის ჩატარებისას თავდაპირველად სათბურის ნიადაგი ღრმად უნდა მოვხნათ და უხვად მოვრწყათ. ამ წყლით, ნიადაგში არსებული მარილები ქვედა ფენებში ირეცხება. შემდეგ დაიფარცხება, ნიადაგი დაიტკეპნება, ნიადაგის ზედაპირს თეთრი ფირი (0.020-0.050 მმ PE) უნდა გადავაფაროთ. აღნიშნული ღონისძიება ზაფხულის პერიოდში დარგვამდე დროის არსებობის შემთხვევაში რამოდენეიმეჯერაც შეიძლება გავიმეოროთ, თუმცა ის დიდ დროს მოითხოვს და მხოლოდ ერთხელ ატარებენ. 80 სოლარიზაცია საშუალებას იძლევა, რომ ნიადაგის ტემპერატურის მომატებისას, აღმოცენებული სარეველა ბალახების თესლები, მიწისქვეშა მავნებლები და ზოგიერთი სოკოვნი დაავადებები გავანადგუროთ. სოლარიზაციის პერიოდი მინიმუმ ერთი თვეა. ვადის გახანგრძლივებასთან ერთად ეფექტიც იზრდება. გამოყენებული პლასტმასი – ფირი უნდა იყოს ახალი და არ უნდა ჰქონდეს სინათლის გამტარუნარიანობა დაკარგული, საფარსა და ნიადაგს შორის საჰაერო სივრცე უნდა დარჩეს. ეს სივრცე სოლარიზაციის ეფექტის გამაძლიერებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფირის დაფარებისას გარკვეულ ადგილებში სიცარიელეების გაჩენის მიზნით აწყობენ სპეციალურად დამზადებულ ფიცრებს და საფარის ბოლოებს 15 სმ სიღრმეზე ფლავენ მიწაში. სოლარიზაციის გაგრძელების პერიოდში ნიადაგი დანამული უნდა იყოს. ამისათვის წვეთობრივი მორწყვის სისტემა თუ არსებობს, დღეში 15 წუთით უნდა ჩაირთოს საფარის ქვეშ. საბოლოო ჯამში სათბურებში დარგვის წინ სოლარიზაციის გამოყენება იძლევა ნიადაგის გაწმენდის შესაძლებლობას რაც ამცირებს შემდგომ რისკებს და ზრდის მოსავლიანობას. მარწყვის წარმოება სათბურის პირობებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.