დაავადება მცენარეში აღწევს მექანიკური დაზიანებების შედეგად. დაავადება ძლიერდება ტემპერატურის მკვეთრად დაცემისას, ძლიერი ტენიანობისას, ნათესების ჩახშირებისას. დაავადებისაა ხდება თანდათანობითი ჭკნობა, ღეროს ლპობა ღრმულების ჩამოყალიბებით, რომლებიც სავსეა სოკოს მოთეთრო-მონაცრისფერო მიცელიუმით და დიდი შავი სკლეროციებით. დაზიანებულ ნაყოფებზე ხდება თეთრი ბუსუსებიანი ნადების ფორმირება (მოგვიანებით მათზე ყალიბდება შავი სკლეროციები). სიმპტომების გამოვლენა მთავრდება მცენარის დაღუპვით. ინფექცია სკლეროციების სახით რჩება ნიადაგში და მცენარეულ ნარჩენებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.